Saturday, July 12, 2014

სასწავლო პროექტი

1.     პროექტის სახელწოდება: ,,გვახსოვდეს  9 აპრილი“.



2.     პროექტის  მთავარი იდეა: მოსწავლეებს გავუღვივოთ  სამშობლოს  სამშობლოს სიყვარული, გაიგონ დამოუკიდებლობის აღდგენის მნიშვნელობა, უკეთ გაეცნონ დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ გმირთა თავგანწირვას.


3.     პროექტის  აქტუალობა: ისტორიული მოვლენის შესწავლა, მოკვლევა, ანალიზი, შეფასება,ისტორიისადმი სიყვარულის გაღვივება.

4.     პროექტის მიზნები: ინფორმაციის გააზრების , მოწესრიგების, კვლევის და ძიების უნარის განვითარება. მონაცებთა ბაზის შექმნა გამოფენა, პრეზენტაციის სახით.



5.     მონაწილეთა ასაკი:14-15 წელი.

6.     ვადები:6 დღე.

7.     მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებაისტორიის საგნის მიმართ. მსჯელობის, ანალიზის, დასკვნების გამოტანის, მოპოვებული ინფორმაციის რეალიზაციის უნარის განვითარება.



8.     რესურსები: სახელმძღვანელო, კომპიუტერი, სასკოლო ბიბლიოთეკა, ფანქრები, ფურცლები.

9.     პროექტის მსვლელობა:

აქტივობა პირველი; პროექტის თემის შერჩევა, კითხვების ჩამოყალიბება.

აქტივობა მეორე:  პროექტის ჯგუფების  შექმნა.

აქტივობა მესამე;  სამუშაო  გეგმის შედგენა და სამუშაოს განაწილება ინტერესისა და შესაძლებლობების მიხედვით.

აქტივობა  მეოთხე;  პროექტის ხელმძღვანელის არჩევა.

აქტიობა მეხუთე: პრეზენტაცია და პროექტის შეფასება.

კრიტერიუმები
დაბალი
საშუალო
დაბალი
მიზანი
ბუნდოვანია
ხდება ერთ მიზანზე ფოკუსირება
კარგად გამოკვეთილია
ორგანიზება
სუსტად ორგანიზებული
გააზრებულია, თანმიმდევრულია, ზოგი გადასვლა იდეებს შორის არის მარტივი, ზოგი გაუგებარი
კარგად ორგანიზებული, ლოგიკურია გადასვლა ერთი იდეიდან მეორეზე.
შინაარსის კორექტურობა
ხშირად გვხვდება შეუსაბამო, მცდარი ინფორმაცია
ძირითადად კორექტულია
მთლიანად კორექტულია
ენობრივი გამართულობა
ენობრივად გაუმართავია
ენობრივად გამართულია, მცირე შეცდომებით
ენობრივად გამართულია
კვლევა
კვლევა არაეფექტურადაა დაგეგმილი
კვლევა კარგადაა დაგეგმილი, შეზღუდული  რაოდენობის წყაროებია  გამოყენებული ანალიზი მისაღებია
კვლევა კარგადაა დაგეგმილი, გამოყენებულია არაერთი წყარო დაანალიზი სიღრმისეულია
თვალსაჩინოებები
თვალსაჩინოებები ხშირად  შინაარსთან შეუსაბამოა
თვალსაჩინოებების კავშირი შინაარსთან ნათელია, მაგრამ ერთფეროვანია
მრავალფეროვანია, შინაარსის შესატყვისი
შემოქმედებითობა
მცირე შემოქმედებითი ენერგიის დანახარჯი ჯგუფის მხრიდან
ზოგჯერ ჩანს ჯგუფის  ორიგინალური აზრები რაც ეხმარება პროექტის უკეთ წარმოჩენაში
ჩანს ჯგუფის ორიგინალობა , სიახლე და თავისებური ხედვა
კავშირი საგანთან
არ ჩანს კავშირი საგნებთან
მოსაზრება დაკავშირებულია ერთი ან ორი საგნიდან მიღებულ ცოდნასთან
ხდება მთავარი მოსაზრებების დაკავშირება სხვადასხვა საგნიდან მიღებულ ცოდნასთან
დასკვნები
არ არის ჩამოყალიბებული დასკვნები
დასკვნები ჩამოყალიბებულია კვლევის ადეკვატურად, მაგრამ არ არის მკაფიო
დასკვნები არის ორიგინალური, იგრძნობა ლოგიკური კავშირი კვლებასთან
პრეზენტაცია
ეფექტურად არ არის წარმოჩენილი პროექტის არსი, უჭირს აზრის ჩამოყალიბება და პასუხების გაცემა
ბუნდოვნად აყალიბებს პროექტის არსს, იყენებს თვალსაჩინოებებს, პასუხობს შეკითხვების უმეტესობას
ნათლად ჩამოყალიბებული აქვს პროექტის არსი, მკაფიოა მეტყველება, აუდიტორიაზე გათვლილი, იყენებს თვალსაჩინოებებს და პასუხობს ყველა კითხვას


10.                        საგანთა/საგნობრივ ჯგუფთან /ეროვნულ სასწავლო გეგბასთან კავშირი: ისტორია- საზოგადოებოებრივი მეცნიერებები მეცხრე  კლასი.

შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე :
წარმუადგენს მოძიებულ დოკუმენტურ და ისტორიულ მასალებს.
ჩამოთვლის და ახასიათებს თავისუფლებისათვის მებრძოლ გმირებს. გამოთქვამს მოსაზრებებს საკოთხის გარშემო.

11.                         პროექტის ხელმძღვანელი: ქეთევან სიხარულიძე.

12.                        ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: ketinosixarulize@gmail.com